დავით შერაზადაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით შერაზადაშვილი – სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციას დაესწრო.

მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისათვის.

დავით შერაზადაშვილის შეფასებით, პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორის მოდერნიზაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ასევე ხაზი გაესვა ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და საექსპორტო მიმართულებების გაფართოებას, რაც აგროსექტორის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading