დავით სონღულაშვილი: „ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ “

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვიზიტებისას ხდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.

„ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძალიან დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის გაძლიერების მიმართულება, ასევე ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხდება შეთანხმების გაფორმება თურქმენეთში ჩემს კოლეგასთან. მნიშვნელოვანია ასევე ფიტოსანიტარიული მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ერთმანეთთან გაზიარება. ასევე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები და უკეთ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading