დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საქართველოს კულტურის მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე ეწვია
მინისტრი შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებსა და მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდიას.
მინისტრი ადგილზე გაეცნო სასახლეში უკვე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ანგარიშსა და ასევე, იმ ისტორიული სივრცეებისა და ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესს, რომლებიც სამომავლოდაა დაგეგმილი. აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს დედოფლისეული რეზიდენციისა და უფლისწულის სასახლის იმ დარბაზებისა და უნიკალური ნივთების რეაბილიტაციას, რომელთაც რესტავრაციის პროცესი დღემდე არ ჩატარებია.
Dadiani Palaces დადიანების სასახლე




