,,გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს”-შალვა პაპუაშვილი

„კანონის უზენაესობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. როგორც ჩანს, შესაძლოა, მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საკუთარ ქვეყნებში. ეს გამოჩნდა კიდევაც მაშინ, როდესაც ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას და კრიმინალი კეზერაშვილის მედია გურუდ შერაცხვას. ასე რომ, ბელგიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ სხვა ქვეყნებში. როგორც ჩანს, ზოგიერთ ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის არ ემეტება კანონის უზენაესობა, დემოკრატია, არჩევნები. ზოგს სურს, ის, რაც მათთვის და იუპიტერისთვის კარგია, ჩვენ ალბათ ხარები ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს მართლწესრიგი და კანონმდებლობა.

ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს. ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ პროცესს თუ შევხედავთ, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება. ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ მათ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი.

ეს საერთაშორისო წესრიგის წესების უხეში დარღვევაა. დღეს ვხედავთ, რომ აირია საერთაშორისო წესრიგი, რუსეთს რომ ედავებიან და სწორადაც ედავებიან, როცა პატივს არ სცემს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს და თავად, არ სცემენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის ზუსტად საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. ამას ადრე სხვანაირად აკეთებდნენ, პოლიტიკური განცხადებებით. სტრასბურგში ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე დამარცხდა ყველა საელჩო, რომელიც თავს ესხმოდა ქართულ მართლმსაჯულებას. ახლა აღარ უნდათ, რომ დაელოდონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და პირდაპირ მიდიან სასამართლო პროცესებზე, რომ დამაშინებელი გარემო შეუქმნან მოსამართლეებს და თავზე დაადგნენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებაში. ასე რომ, ასეთი განცხადებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, აჩვენებს, რამდენად არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით ამას ქადაგებენ, საქმით, როდესაც ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, როგორც ჩანს, ზოგიერთი უყურებს, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ქვეყანა და დაბალი ღობე, აქ პატივს არ სცემენ ამ მთავარ პრინციპებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading