გურიაში საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა
გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებს მოსახლეობას.
სხდომას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამივე მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.