გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა.
თუშიშვილმა ტურნირზე პირველი წრე გამოტოვა. მეორე წრეში გურამი სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შეხვდა და მეტოქე შებოჭვით დაამარცხა. მერვედფინალში თუშიშვილი გერმანელ ფრეის დაუპირისირდება.