გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს – მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ 115-ე) მიმდინარეობს.
გოგობერიშვილმა თანამდებობა აგვისტოში დატოვა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი ინციდენტის გამო დაწყებული დისციპლინური წარმოების შემდეგ.