გიორგი ჯაბნიაშვილი თბილისის ,,გრანდ სლემის” ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვაკი პეტერ შილკა დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ტაჯიკი, სერბი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ფრანგ სპორტსმენთან დათმო.

საქართველოსთვის ეს თბილისის ,,გრანდ სლემზე” მოპოვებული მეშვიდე მედალია. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. თემურ ნოზაძემ (-66 კგ) – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ოქროს, ირაკლი ბეროშვილმა(-81 კგ) და ზაურ დვალაშვილმა (-81) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading