,,გილოცავთ! საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ “ევრობასკეტზე” ასპარეზობის უფლება მოიპოვა!”-მიხეილ ყაველაშვილი
,,მადლობა ჩვენს ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც დღეს თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ
გამარჯვებით აჩუქეს.
წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალ მატჩებში! დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო კალათბურთელები საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ!”-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.




