,,გილოცავთ მარიამობას!”-კობა მურადაშვილი დმანისის მერობის კანდიდატი

დღეს ქრისტიანული სამყარო ზეიმობს ღვთისმშობლის მიძინებას — მარადიული სიცოცხლისა და ზეციური სიხარულის სიმბოლოს.

ამ წმინდა დღეს დმანისის სიონის ტაძარში აღევლინა საზეიმო წირვა, სადაც მრევლთან ერთად სამშობლოსა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის ილოცეს.

📌 „შობასა ქალწულებაი დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა,“ — აღნიშნა დმანისის მერობის კანდიდატმა კობა მურადაშვილმა.

ღონისძიებას მრავალი დმანისელი და სტუმარი ესწრებოდა, რომლებიც საერთო ლოცვაში გაერთიანდნენ ღვთისმშობლის მეოხებისა და მშვიდობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading