,,გია ხუბუას რექტორობისას, მისი კაბინეტიდან პროფესორები ძალით გამოიყვანეს, ამის შემდეგ კი მოხდა ის ცნობილი ფაქტი, როდესაც აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოლიციის დახმარებით, კარი ჩაუკეტეს და წყლის გარეშე დატოვეს”-გიორგი გოგოლაშვილი

„გია ხუბუას უნდა შევხვედროდით კონკურსის თემაზე.გადაწყდა შეხვედროდა ბატონი თენგიზ სანაძე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარეობა ვთხოვეთ, ჯემალ მებონია, ბატონი ავთანდილი [არაბული], მე და შოთა ვაშაკიძე. შოთა ვაშაკიძეს უარი უთხრა რექტორმა შეხვედრაზე, იმიტომ, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო და ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც და შევხვდით ჩვენ ოთხნი. პირველი, რაც შეხვედრაზე გვითხრა, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენზე, რაზეც გსურთ, ვისაუბროთ, ჩვენ გაოცებულები ვეკითხებით, რა ხდება – [გვითხრა] კონკურსების საკითხი გადაწყვეტილია. უხმოდ ავდექით, გამოვედით და გაგრძელდა პროტესტი. ამას მოჰყვა შემდეგ ის ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაგვკეტეს და ეს იყო როგორ: ვატყობთ, რომ ჯერ საბუთების მიღება არ არის დაწყებული და კიდევ გვგონია, რომ შეიძლება, შევაჩეროთ კონკურსების დაწყება და საბოლოო დანგრევა უნივერსიტეტისა.

საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, რომელიც მიჰყავდა ბატონ თენგიზ სანაძეს, ცნობილ აკადემიკოსს, ფიზიკოსს. იმ სხდომაზე მე მომიხდა გარკვეული მოხსენების გაკეთება და ჯემალ მებონიას, რომელიც ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ და ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი იყო წლების მანძილზე, კათედრის გამგე – ვთხოვეთ, ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და უნდა მოგვეთხოვა ხუბუასთვის, დაეტოვებინა უნივერსიტეტი. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა და ჩავედით ხუბუასთან კაბინეტში ამ მოთხოვნით საბჭოს წევრები. ეს არის ის ცნობილი 3 ივნისი. არ ელოდა ხუბუა ჩვენს ამ წინადადებას, ამას მოჰყვა შემდეგ ის, რაც მოჰყვა. გამოიძახეს პოლიცია, გოგა გრიგალაშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი. გეგეჭკორი, ახლაც მახსოვს, ერთ-ერთ დანაყოფში ის იყო და ისევ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან.

შემდეგ ავედით სააქტო დარბაზში და ვთქვით, რომ პროტესტს გავაგრძელებთ, სანამ უნივერსიტეტს არ დატოვებს გია ხუბუა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია, 600 ადგილამდეა იქ და მოხდა საოცარი რაღაც, ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი, აჭედეს საპატრულო პოლიციის დახმარებით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც ჩამოდიოდა ქუჩაში. ჩვენთან ერთად იყო, თითქმის მთელი იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი ღამე იქ გავათენეთ, არც წყლის, არაფრის საშუალება ჩვენ არ მოგვცეს. თოკებით ამოგვქონდა წყალი“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading