გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2024 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

„ყველა თანამშრომლის შრომა ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანის წვლილი ქმნის ძლიერ და მაღალპროფესიულ პროკურატურას, ხელს უწყობს უკეთეს მართლმსაჯულებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს,გუნდური მუშაობისთვის”-განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით,საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს შეუქცევად განვითარებას და პროფესიული სტანდარტების ამაღლებას.

შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading