გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა. ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის, ასევე ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
გიორგი კაკაურიძემ 2024 წელს საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს სახელმწიფო უწყებების მიერ სრულად იქნა ათვისებული მათზე გამოყოფილი ასიგნებები.
მისივე თქმით, გასულ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა 102%-ით აითვისა, რაც თანხობრივად 757 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
კომიტეტის სხდომაზე ასევე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობას, მართვას და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.
მომხსენებლის თქმით, დღეისათვის ნარჩენების მართვაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა პასუხისმგებელი, კანონპროექტის მიღების შემდეგ კი ნარჩენების მართვის კომპონენტის დიდი ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებაში გადავა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, ნარჩენების მართვის კოდექსზე მუშაობისას კომიტეტი თავიდანვე მხარს უჭერდა არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობის და მართვის ნაწილის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გადაცემას. შესაბამისად, კომიტეტი მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილ პროექტზე კომიტეტმა და შესაბამისმა სამინისტრომ სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გამართეს და ცვლილებების ავტორმა სრულად გაიზიარა ის წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც კომიტეტმა კოდექსის პირველი მოსმენით მიღების დროს გამოთქვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.