გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში — მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახდენენ.
🔹 კონტროლი მიმდინარეობს სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისა და წესების სრული დაცვით.
🔹 მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირება და მოსახლეობისთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა.
🔹 დეპარტამენტი სისტემატურად ახორციელებს ინსპექტირებას, რათა უზრუნველყოს ჰაერის ხარისხის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება
