გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რეგიონულ შეხვედრას დაესწრო
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასოციაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ასევე ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.
იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და იმ კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში ჩამოყალიბდა სამართლებრივი საკითხების კომიტეტი, რომლის მიზანია საკანონმდებლო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართვა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვა.




