გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის, ვიქტორ ქარჩაიძისა და მწვრთნელის, ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის, გიგა კვინიკაძისა და მწვრთნელის, რომა გოგაშვილის დაჯილდოების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის, ემილ ისმაილოვისა და მწვრთნელის, ჯეიხუნ ორუჯოვის დაჯილდოების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: მთვარისა ხარძიანის, სოფიკო კვანჭიანის, შალვა მამულაშვილისა და მწვრთნელის შალვა აკოფაშვილის დაჯილდოების საკითხი.
5. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წლიური ანგარიშის მოსმენა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gardabani Municipality city council




