გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაურმა, მერმა – დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე – სამირ ხიალოვმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზაზა ონიანმა და ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა – ხვიჩა ახალკაციშვილმა.

ქალაქ გარდაბანში, ენერგეტიკების ქუჩაზე, მიმდინარეობს ორი საბავშვო სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ტერიტორია შემოიღობება, დაიგება დეკორატიული ფილები, განთავსდება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, დასრულდა, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ასევე, რეაბილიტირდა ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერი.

პროექტების ჯამური ღირებულება 410 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gardabani Municipality city council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading