გარდაბანში მომხმარებელთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანიში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას, საქართველოს კომუნიკაციების კომისიას, საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით.

შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს ლევან კალანდაძემ და დავით ნარმანიამ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს გააცნეს მათი კანონიერი უფლებები და მიაწოდეს ინფორმაცია, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე – მომხმარებელთა მიმართვიანობის ანალიტიკა სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading