„გაერთიანებული ევროპული მემარცხენეები“ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას, იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი”-ჯორჯ ლუკაიდესი

,,მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციას, კეთილსინდისიერად გააგრძელოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და დაუყოვნებლივ შეასრულოს რეზოლუციაში ნახსენები ყველა გადაუჭრელი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს. კერძოდ, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას,ეს უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას ამ ასამბლეაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა წევრს, აქტიურად შეიტანოს წვლილი ასამბლეის მუშაობაში და ხელს შეუწყობს დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის. „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეები“ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას, იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ჩვენ გთავაზობთ, ეს საკითხი განვაახლოთ აპრილის სესიაზე და მანამდე მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას“- –  ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა, ჯორჯ ლუკაიდესმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading