,,გადაწყვეტილია, მოხდეს ამ ნორმის აღდგენა, საგნებს და პროცესებს დაერქვას თავისი სახელი და ყველას ქმედება, ვინც საკუთარ სამშობლოს უღალატებს, დაკვალიფიცირდეს, როგორც სამშობლოს ღალატი”-დავით მათიკაშვილი

„ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომამდე, 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა როგორ გააქრო სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის, იგივე სახელმწიფოს ღალატის მუხლი. ეს ნაბიჯი იყო შეგნებულად გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ, რამეთუ მათ მიერ ჩასადენი ქმედებები მაღალი ალბათობით, მათივე წარმოდგენით დაკვალიფიცირდებოდა სწორედ სამშობლოს ღალატად.

რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი საქციელი მას მერეც, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ იმყოფება, გააგრძელა და 2012 წლიდან დღემდე მათ მიერ ჩადენილ არაერთ ქმედებას ვხედავთ, რომელიც შეგვიძლია, პირდაპირ მივუსადაგოთ იმ კვალიფიკაციასთან, რასაც ჰქვია სამშობლოს ღალატი.

ასე რომ, დღეს არის გადაწყვეტილი ხელისუფლების მიერ, მოხდეს ამ ნორმის აღდგენა სისხლის სამართლის კოდექსში, საგნებს და პროცესებს დაერქვას თავისი სახელი და ყველა, ვინც საკუთარ სამშობლოს უღალატებს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისად, მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading