ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე I Giorgi Chakvetadze, უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.

შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.

მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading