ბოლნისში 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წლისთავი აღინიშნა
მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ასევე გაიმართა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებული მცირე ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.