ბოლნისში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები გაიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობასთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ პროექტებს, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გუნდი მზად არის, იმუშაოს ყველა არსებული გამოწვევის გადალახვისთვის.

„ჩემი მთავარი მიზანია ამომრჩევლის ნდობის გამართლება და, როგორც ბოლნისელმა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში,“ – აღნიშნა ბოლნისის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading