ბოლნისის საკრებულოს კომისია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება, ასევე სხვადასხვა ობიექტის მოწყობა ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.
სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა.