ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან სოფლის კრებები და კონსულტაციები დასრულდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ერთად სოფელ კიანეთის, ჯავშანიანის, ქვეშის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 45 სოფელსა და 2 დაბაში გაიმართა. დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციითა და გადაწყვეტილებით შეირჩა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს 714 000 ლარი გამოიყო, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading