ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა თამარისის, სოფელი ცურტავისა და ფარიზის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
2024 წელს ზემოაღნიშნულ დასახლებებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე მოეწყო გარე განათების ქსელი და მოწესრიგდა შიდა გზები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხით 47 დასახლებულ პუნქტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall




