ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ბოლნისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანს, არუთინ ანდრიასიანს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.

,,ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში. დღეს ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შევამკეთ და კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენს გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანა მშვიდობა. ამ ადამიანების თავგანწირვა თითოეული მოქალაქისთვის სამაგალითოა და ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ისინი“, – განაცხადა ბუბა გობეჯიშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading