,,ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან”, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან”-ირაკლი კობახიძე

„უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდტი, იგივე უილსონი – ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან”, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. უილსონი კეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის” ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი”, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.