ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიით აღინიშნა

ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად დაესწრო.
საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა.


„ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.


