ბათუმში სამი პირის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა სამ პირს. დაშავებულები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ლ.ს. მომხდარიდან მალევე, ბათუმიში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading