“ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციამ მეორედ დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, წუხელ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან, 4 შსს-მ მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, მათ შორის, ერთ-ერთი “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც მოგვიანებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აიყვანეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading