ახალი საგრანტო ხელშეკრულება საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მოსწავლეებისთვის

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა ახალ სამმხრივ საგრანტო ხელშეკრულებას და ავტორებმა მისი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და UNHCR (ლტოლვილების უმაღლესი საბჭო) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი კემლინ ფურლი.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ბავშვები ქართულ ენას დაეუფლებიან, რისთვისაც უკვე შემუშავებულია სახელმძღვანელო, კურიკულუმი და სატრენინგო მოდული. მნიშვნელოვანია, რომ პროექტს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია მასწავლებლების გადამზადება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა სასახლე “არკადია” დაათვალიერეს.

პროექტის მონაწილეები მორიგ სამუშაო შეხვედრას ახლო მომავალში გამართავენ და პროექტის მიმდინარეობას დეტალებს განიხილავენ.

ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading