ახალგაზრდა ჩემპიონების წარმატება — საქართველოს 20-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე
იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 1 ივლისი ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული დღე იყო — საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლუკა კოჩალიძე (87 კგ) და
ანრი ფუტკარაძე (77 კგ) — ევროპის ჩემპიონები გახდნენ თავიანთ წონით კატეგორიებში,
ხოლო კობა ქარუმიძემ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მოჭიდავეთა მაღალ დონესა და წარმატებულ თაობას, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ეროვნული გუნდის ტრადიციებს.
Regionnews ულოცავს ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს ამ ღირსშესანიშნავ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს.
