აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი – საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნების ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1973 წელს დაბადებული ნ.ქ., 1993 წელს დაბადებული მ.ი. და 2004 წელს დაბადებული ქ.მ. სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი ფართების ჩხრეკისას ამოიღეს „ჰეროინი“, „მორფინი“, მარიხუანა და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading