აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს
გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, „The New York Times”, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა
2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
