აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის ფართობი 38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სამხრეთ კალიფორნიაში ცხრა თვე წვიმა არ მოსულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. კიდევ 23 ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინის რეჟიმშია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading