აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ქათამი – 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.

• ყველი – 2 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• პასკა – 2 ცალი

• წითელი კვერცხი-10 ცალი

• უკრემო ნამცხვარი

• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading