აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
მიმდინარე წლის 22 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჩაფიძის გულის ცენტრი • Chapidze Emergency Cardiology Center-ის მხარდაჭერით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აქციის მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
კარდიოლოგის კონსულტაცია;
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
ექოკარდიოსკოპია;
გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში;
აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ცხელი ხაზი: 143
