„აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ”-თეა ზაქარაძე

“აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ბიზნესზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი. არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი, ჩემ გარდა შეხვედრაზე არის 80-100 ბიზნესი. თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ აუცილებელია სტაბილურობა.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, ვიტყვი იმას რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას, სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ავიაციაში არის მცირეოდენი შემცირება, დეკემბერში ნაკლებად აისახა ეფექტი და თუ ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში აუცილებლად ეს ყველაფერი ბიზნესზე აისახება”, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading