მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე წერეთლის საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრნენ

წერეთლის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილთან, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელ ნინო ბერიძესთან და სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

