მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს ჭადრაკის ტურნირზე
თბილისში გაიმართა მოზარდთა კატეგორიის ტურნირი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულელმა მოჭადრაკეებმა, სანდო ასანიძემ, გაბრიელ მულაძემ და სერგო მიკირტუმოვმა. ( პირადი მწვრთნელი: გიერგ წიფიანი). ტურნირში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა მოთამაშეები.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა/Marneuli Municipality Sportschool ავრცელებს.