,,არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები”-მამუკა მდინარაძე

„შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელსაც ვიწყებთ. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. რა თქმა უნდა, რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც. ამ თემაზე არის აბსოლუტური ერთსულოვნება და გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგება გვერდით ანტინარკოტიკულ რეფორმას და საზოგადოებრივი მხარდაჭერით ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი პოზიტიური შედეგები გვექნება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading