ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება – მათი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა
📌 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა დამოუკიდებელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
📌 იგივე მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.
📌 ცვლილებები სახელმწიფოს რესურსების ოპტიმიზაციას ემსახურება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდას უზრუნველყოფს.
📌 ბიზნესომბუდსმენი 2026 წლის 1 იანვრიდან გადადის ეკონომიკის სამინისტროს, რაც ბიზნესის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.
🔹 ცვლილებების მიზანი – მართვის ეფექტიანობის გაზრდა, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივება და კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.