ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრისას საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლაში ანტიკორუფციული ბიუროს როლსა და ფუნქციებს. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონის მიღება. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, პროგრამის ხელმძღვანელი, კრის რეილი; პოლიტიკური ოფიცერი, სოფო ბერიშვილი და ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბაღდავაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading