„ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს არავისგან დასტური არ სჭირდება, თუკი ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს”-შალვა პაპუაშვილი „მეგობარ აქტზე“

„ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს არავისგან დასტური არ სჭირდება, თუკი ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს. მეორე – აშშ-ის პრეზიდენტს, მათ შორის, ეს აქტი ვერ დაავალდებულებს სანქციების დაწესებას, წერტილი. ეს დოკუმენტი არის კონგრესის სხვადასხვა წევრის პოლიტიკური მოსაზრებების ნაზავი და მეტი არაფერი.

აშშ-ის პრეზიდენტს არათუ სანქციების დაწესება, ომის დაწყება შეუძლია, შეუძლია სამი თვე ომი ისე აწარმოოს, კონგრესს არ ჰკითხოს საერთოდ, ხოლო სანქციების დაწესება და ტარიფების აწევა და ა.შ. როგორ შეუძლია, კი ვუყურებთ. ამ დოკუმენტის ერთადერთი დანიშნულება არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, – ეს არის იმავე სერიიდან, რაც არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის და ა.შ.

შეუშლის თუ არა ეს ხელს აშშ-საქართველოს ურთიერთობას? არ შეუშლის, რადგან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. სწორედ ადმინისტრაციასთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ეს დოკუმენტი აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading