ამერიკელი კინორეჟისორი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლინჩმა 2024 წელს განაცხადა, რომ მას ემფიზემა დაუდგინეს, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოწევის შედეგად მოხდა . – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ დიდი ადამიანისა და მხატვრის, დევიდ ლინჩის გარდაცვალების შესახებ… მსოფლიოში ახლა დიდი ხვრელი გაჩნდა, როდესაც ის ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.