აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

დაარსების დღიდან „აზდაკის ბაღი“ აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პროფესიონალ მსახიობებს, რომლებიც არღვევენ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს და ქმნიან ჰარმონიულ გარემოს. ინტეგრირებული თეატრი უწყვეტად მართავს სპექტაკლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

საღამოზე „აზდაკის ბაღის“ მსახიობებმა წარმოადგინეს ფრაგმენტი სპექტაკლიდან „ჰელადოსი”და სცენები სხვადასხვა სპექტაკლებიდან. თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორმა, მსახიობებმა ზურაბ შარიამ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობენ „აზდაკის ბაღთან“, საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს მომღერლებმა ლაშა ღლონტმა და აჩიკო ბერიძემ.

საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან ერთად დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა თეატრს საიუბილეო თარიღი მიულოცა და განაცხადა, რომ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება და გადაეცემა ახალი სივრცე, სადაც თეატრი დაიდებს ბინას.

საღამოს უძღვებოდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი და ჟურნალისტი ნინო მეუნარგია, რომლებმაც ისაუბრეს „აზდაკის ბაღის“ ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე.

საქართველოს კულტურის სამინისტრო

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading