აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის კატასტროფა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია – Euronews
აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა წინასწარი გამოძიებაზე დაყრდნობით Euronews-ს განუცხადეს
მათივე ცნობით, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.
აზრბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს. თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც მან აქთაუში ავარიული დაშვება სცადა.
ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს.