აზერბაიჯანის ავიახაზები რუსეთის შვიდ ქალაქში შეწყვეტს ფრენებს

აზერბაიჯანის ავიახაზები არ განახორციელებს ფრენებს მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარას, გროზნოსა და მაჰაჩყალას მიმართულებით. გადაწყვეტილება უსაფრთხოების რისკების გამო მიიღეს.

“Embraer 190-ის ავიაკატასტროფის წინასწარი გამოძიების შედეგებისა და ფრენის უსაფრთხოების შესაძლო რისკების გათვალისწინებით, ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.” – განაცხადა ავიაკომპანიამ.

მგზავრებს სთავაზობენ ამ მიმართულებით უკვე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ან სხვა რეისზე გაცვლას.

Euronews-მა აზერბაიჯანის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საზენიტო რაკეტა გახდა. ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი, 24 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემთხვევას 38 ადამიანი ემსხვერპლა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading