ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით: იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს

,, ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.

ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.

ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირეები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.

“ჯორჯიან ეარვეისი” ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და “ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც ჯორჯიან ეარვეისი ავრცელებს.

შეიძლება იყოს text that says 'New European Destinations! 0 会族展 TBILISI+ROME + ROME TBILISI+ TBILISI TBILISI++FORLI FORLI കிீ Georgian Airways 0/92ต3006033060 3ल3ીગ' გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading